აბსოლუტურად გეთანხმები, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვა–სიტყვით თარგმანი არ ნიშნავს კარგ თარგმანს. რა თქმა უნდა, "ინვესტიცია" სხვა ენიდან შემოსული სიტყვაა და ისეთი ვარიანტების ქართულიდა... See more აბსოლუტურად გეთანხმები, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვა–სიტყვით თარგმანი არ ნიშნავს კარგ თარგმანს. რა თქმა უნდა, "ინვესტიცია" სხვა ენიდან შემოსული სიტყვაა და ისეთი ვარიანტების ქართულიდან თარგმნის დროს, როგორიცაა "ინვესტირება", "ინვესტიციების ჩადება", "ინვესტიციების განხორციელება", "კაპიტალის დაბანდება" და ა.შ. არ არის საჭირო "გაფუჭებული ტელეფონივით" ახალი ტერმინების გამოგონება, მითუმეტეს იმ ენაზე საიდანაც ეს სიტყვა შემოვიდა.
ვფიქრობ, ამ ლექსიკონიდან ამოწერილი ვარიანტები დაგაინტერესებს
http://www.en-ge-en.com
invest - [ɪnʹvest] - verb
1. 1) ფულის / კაპიტალის დაბანდება, ინვესტირება; to invest one's money in a business enterprise [in stocks, in bonds, in land] ფულის / კაპიტალის კომერციულ ფირმაში [აქციებში, ობლიგაციებში, მიწის საკუთრებაში] დაბანდება / ჩადება; to invest one's money in shares პაის / წილის შეტანა, მეპაიედ გახდომა; many firms have invested heavily in this project ამ პროექტში მრავალ ფირმას მსხვილი ინვესტიციები აქვს ჩადებული; 2) გადატ. მიძღვნა (˂მი˃უძღვნის), რაიმეში დახარჯვა (დროისა, ენერგიისა და ა.შ.); I have invested a lot of time and energy in this plan ამ გეგმას უამრავი დრო და ენერგია შევალიე; 3) საუბ. რისამე ყიდვა (იყიდის) / შეძენა; რაიმეში ფულის დახარჯვა; to invest in a new hat ახალი ქუდის ყიდვა / შეძენა;
2. 1) ამაღლ. ჩაცმა (˂ჩა˃აცმევს), შემოსვა; გამოწყობა; მორთვა, მოკაზმვა; დაფარვა; to invest smb. with a gown ვინმესთვის კაბის ჩაცმა, კაბაში ვისიმე გამოწყობა; to invest smb. with / in / a robe მანტიით ვისიმე შემოსვა; to invest smb. with glory ხატოვნ. დიდებით ვისიმე შემოსვა, ვისიმე განდიდება; 2) გადატ. გარშემორტყმა (გარს ˂შემო˃არტყამს; გარს ˂შემო˃ერტყმის), მოცვა; to be invested with an air of mystery ʘ საიდუმლოების ატმოსფეროთია გარშემორტყმული, საიდუმლოებითაა მოცული; darkness invests the earth at night ღამით დედამიწას სიბნელე მოიცავს ხოლმე; bliss invested him იგი ნეტარებამ მოიცვა;
investiture - [ɪnʹvestɪtʃə] - noun
1. 1) თანამდებობაზე და ა.შ. (ოფიციალური) დანიშვნა; მფლობელობაში, მემკვიდრეობის უფლებებში და ა.შ. შეყვანა; ინვესტიტურა; 2) მინიჭება, ბოძება (წოდებისა, პრივილეგიისა და ა.შ.);
2. სამოსი; საფარველი;
3. არქ. ფულის და ა.შ. დაბანდება.
investment - [ɪnʹves(t)mənt] - noun
1. ეკონ. 1) კაპიტალდაბანდება, ფულის / კაპიტალის დაბანდება / ინვესტირება; to encourage an investment ინვესტიციების ჩადების წახალისება, ინვესტირებისათვის ხელის შეწყობა; this is a wise investment of money ეს ფულის გონივრული გამოყენებაა; 2) ეკონ. ინვესტიცია, ინვესტირებული / დაბანდებული კაპიტალი; an investment of $10 000 ათი ათასი დოლარის ინვესტიცია; 3) რაშიც ინვესტიციაა ჩადებული / კაპიტალია დაბანდებული; to buy a house as an investment სახლის ყიდვა ფულის დაბანდების მიზნით; 4) საინვესტიციო ხარჯები;
2. შესაძენად სასარგებლო / გამოსადეგი ნივთი;
3. დროის, ენერგიის და ა.შ. (რაიმესათვის) მიძღვნა, დათმობა;
4. უფლებამოსილებებით და ა.შ. აღჭურვა; რისამე მინიჭება / ბოძება; თანამდებობაზე და ა.შ. დანიშვნა;
5. სამხ. ალყა; ბლოკადა;
⌇ investment bank საინვესტიციო ბანკი; investment goods წარმოების საშუალებები; კაპიტალური საქონელი; საინვესტიციო საქონელი.
investor - [ɪnʹvestə] - noun
ინვესტორი, ფულის / კაპიტალის დამბანდებელი; small investors მცირე / წვრილი ინვესტორები (ჩვეულ. კერძო პირები). ▲ Collapse | |